ნუ შემადარებთ ყვავილის ფოთლებს, ნურც მთვარეს ცაზე დაგდებულს ზურგით, მე უფრო ვგავარ ნიადაგ მბრუნავს მთათა წვერებზე მიფენილ ღრუბელს. რაღაც ფარული სიმშვიდით მიდის ლანდი ვარ მიწის, არ ვგავარ არვის - უზომოდ მცირე, საშინლად დიდი, დიდება სიკვდილს, სიცოცხლე მიმძიმს, ცა რომ ტორტმანებს, ეს მე ვხარხარებ - ჩემი სისხლია - მიწა რო იძვრის! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |