დილა მშვიდობისა! ჩემო მეგობარო, ღამემ ნაფერები სიტყვა დამაწია, მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია. ბევრი ღიმილი და ბევრი აღტაცება... აღარ დაიზაროთ, როგორც ჩემმა ღამემ, თქვენი სიხარულის სხვისთვის გადაცემა. ფერის ცვალება და სულთა გრადაცია, ქალი დაინახო? თვალით მიეფერე, კაცი დაინახო? თქვი, ო, რა კაცია! სულში ჩაგვეღვრება სუნთქვის გავარდება, შენი მოსალმება ზეცას მიაწყდება, ზენიტთან გამზევდება და არ დავარდება... ღამემ ჯადოსნური სიტყვა დამაწია, მერე მიბრუნდა და მისი დაშვებული ვარსკვლავმიხატული ფარდა გადასწია... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |