მზე ჩადის და მიჩუმებულ სივრცეს კოცნის, მზე ჩადის და გამძაფრებულ მზერას ხედნის. თვალს ვაყოლებ წყალსმინდობილ სხივის ცახცახს და მადარდებს ჩრდილსმიმდგარი გედის ბედი!
გაქრება ტბაც, მზის სხივების დანახედი... ტბა ტბისთვის და მზე მზისთვის და ყველა მისთვის... მე მადარდებს ჩრდილმიმდგარი გედის ბედი!
ტალღა ახლა მზისმონიშნულ წრედში შედის, ქრება ჩრდილიც, როგორც ნოტი მინორული და მადარდეს ბნელსმინდობილ გედის ბედი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |