მზის ბატონობა ბოლოსკენ მიდის, არდადეგების მართლდება არსი. უკეთესია ეს მზისთვის იქნებ, იქნება მზესაც დაედოს ფასი. აქ სიამაყე წამოიკოჭლებს და უტოლდება, პლიუს-მინუსით, ნაბახუსევზე ცარიელ ბოთლებს. მზე უფრო მყუდრო ეტლში თავსდება. რა წესით ხდება ფასის დადება? ვინ მოიფიქრა გადაფასება? აქ ჯონჯოლივით ყრია ფართალი... და ეჯიბრება ფასდადებაში ჩემს ტყუილს შენი მწიფე მართალი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |