სოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. ეს მიტომ დადვა წესადა; სიკვდილი გაუჩენია მას თავის გასაკვებადა. ვით ტანსაცმელი ძველია: რომ უყვარს ნორჩი, ახალი, მით დაიმშვენოს წელია. საკუთარს, ნადებს გულადა, ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ საქვეყნოდ დაკარგულადა. ის ისევ რჩება ცხოვლადა, დაფრინავს, როგორც ფარვანა, საამო, კარგი ყოვლადა, გულის ძგერა აქვს სამეფოდ, ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა. შიგ ია-ვარდის მრგველია, იმისგან ჰყვირის ირემი, მისით დაფრინავს შველია; მისგნითვე მწვანობს ველია, იმისგან ხარობს ბუნება - უკანასკნელი მწერია… თავის სატრფოსთვის ხელია. დიდება ქვეყნის შემომქმედს, რა კარგად დაუწერია!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |