კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ფოთლების წვიმაში დავიწყებ ხეტიალს,

სიწითლემ გაკვალა გზა;

როგორც შემთხვევა და როგორც გაოგნება -

ზურმუხტებს არიგებს ბზა;

გვიან შემოდგომას წააგავს აგვისტო,

მწარე ბედისწერას მზე;

დრომ, როგორც ოცნებამ, გზაზე გადამისწრო,

კალოზე მოფენილა ბზე;

ნაბზევებს, ნამზევებს, დაშაშრულს, დაქარულს,

ასკილი მაგებებს ბარდს,

აღარ მცნობს გარუჯულს ზაფხულის თაკარით

მის მეგობარს და ბარდს;

ფოთლების წვიმაში დავიწყებ ხეტიალს;

ანთებად ქცეულა გზა;

სამძიმარს მიცხადებს - კლდის ჭირისუფალი,

ზურმუხტაკინძული ბზა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - კოტე კაკიტაძე  • • •  კოტე კაკიტაძის პოეზია

მსგავსი თემები