კი არ გემდური, უბრალოდ, ვდუმვარ, დუმილით გითხრა მსურს საყვედური; გულს, შენგან ნატკენს, დუმილით ვკურნავ, მე მხოლოდ ვდუმვარ, კი არ გემდური. შენ? შენ რატომღა დადუმებულხარ, თუ ამას ამბობ დადუმებული: რომ არ გინდოდა, რომ უნებურად, რომ უსამართლოდ მატკინე გული? თუ ასე არის, თუ მართლა წუხხარ, რაღას წუხს გული განკურნებული? |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |