ქაღალდის ნავი მაღალ წყალში შევაცურეთ, ძველი ტრირემი, ხოფებს ვუსვამდით, სამხრეთისკენ მივყვებოდით შებინდულ ცისპირს, მიმოვიხილეთ კუნძულები, ბეჭდის თვლებზე უფრო მცირენი, სადაც სპეკალში შორეული ცრემლი ისმის, ვარსკვლავი ისმის.
შავი ხანძრებით, შავი, შავი ეონებით, ფერფლის ღრუბლებით. დადექ, ილოცე! რა მერედა, ნავი იგი სიზმრის თუ არი, თეთრი ფურცლისა! ქარიშხალი ნამდვილია - და ვიღუპებით… |