გაბრწყინებულ თვალებით, ანთებული გულებით, რწმენით, განა წვალებით, ნებით, განა ცდუნებით, რომელია ლამაზი - მთელი სცენა ირწევა ტყიურების თამაშით. აკრობატი დათუჩა, - მერანივით აჭენებს ჩოჩორს ვეფხვის ნაჩუქარს. ხტიან, შუბლებს ისრესენ, საქანელებს კიდებენ ჟირაფების კისრებზე. ჯაბნის გველის წიწილი, ამ სურათის მნახველი ლომი კვდება სიცილით... დასს თვლის თავის მიღწევად, ხელში უფრო ძლიერის სათამაშოდ იქცევა! სკამი - ბასრი მახვილი, სრბოლა მრავალს სწყურია აღზევების მახვილით. გონიერი ცოფიანს, უცნაური ყოფილა სცენის ფილოსოფია. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |