კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ამაო ფიქრები

თვალი - სამზერად,

ყური - სასმენად,

ცხვირი - სასუნთქად,

ენა - სათქმელად;

გული - საგრძნობად,

გონი - საცნობად,

ხელი - საშრომად და მოსახვევნად,

ფეხი - ნაბიჯის წინ წასადგმელად

მოგვანიჭე და ჩაგვიდგი სული,

ადამიანი მოგვეც სახელად;

მაგრამ ო, ღმერთო, არსებას სრულქმნილს

რად არ აკმარე სულის საკვები,

რომ გულთან ახლოს ბობოქრობს კუჭიც -

ორმო, ხორაგით ამოსავსები;

რად კაცს შიმშილის დასაოკებლად

არ დაუწესე სხვა რამ სახსარი,

არსობის პურის მოსაპოვებლად

რომ არ დაძრწოდეს, როგორც აფთარი?!

თუ ეს სამყარო მაღალ არსებებს,

მოგვეცა ფერით ნაირ-ნაირით,

ყოვლის შემძლეო, კაცს საარსებოდ

რად არ აკმარე ოდენ ჰაერი?

ო, ვით ამცირებს სულს ეს ურგები

ჭამის პროცესი კუჭის ბრძანებით,

გამობერილი ლოყა ლუკმებით,

ღეჭვა და ხვრეპა შესაზარები!

თუ ვიწოდებით ადამიანად,

ჭამაზე ფიქრმა როგორ დაგვღალოს, -

ტალახით შეგვქმენ, მაგრამ წმინდანად

ხომ გვიგულისხმე, ღმერთო, მაღალო?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - მარი აბრამიშვილი  • • •   მარი აბრამიშვილის პოეზია

მსგავსი თემები