კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე ვთამაშობდი დედობანას 

სულ ცოტა ხნის წინ,

მყავდა თოჯინაც ვითომ 

ჩემი რომ ერქვა შვილი,

და ამ თოჯინას ჰყავდა მამაც, 

მეზობლის ბიჭი,

გაცინებისას რომ უჩანდა 

მოცვლილი კბილი.

ჩვენ ვთამაშობდით სახლობანას,

როგორც დიდები,

მებლანდებოდა ფეხზე 

დედის კაბის არშია, 

გავიზარდეთ და დღეს 

ერთმანეთს არ ვერიდებით,

რადგან ბინძურად

არასოდეს გვითამაშია.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა მეფარიშვილი  • • •   ნანა მეფარიშვილის პოეზია

მსგავსი თემები