კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

როცა აულში ნისლი შემოდის,

კოშკებს ეხვევა ზღაპრული ბადე,

მე გავცქერ შარას შავით შემოსილს

და სტუმარ ქისტებს ვაყურიადებ.

როცა აულში შემოდის ბინდი

და ოხრავს ციხე ჩუმი წვალებით,

მე ქისტის ქალის სიმღერა წმინდა

ვისმინო მინდა მეტ მოკრძალებით...

აულში მწუხრი შემოდის როცა

და მთებს მოიცავს ბინდის ბურანი,

მინდა ვისმინო ქისტების ლოცვა

და მოლას მიერ კითხვა ყურანის...

როცა შემოდის ბინდი აულში

და კლდე შენატრის ნისლთა ლაღ დენას,

მე მყუდროებას ღამეს ავუშლი

და ამ სურვილთა ვითხოვ ახდენას...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

მსგავსი თემები