ვის ებუტები? ხმას ვის არა სცემ?! რამ ჩაგიწყვიტა ეგ ხმა? მშობელს ემდური დაჭრილს და ნაცემს? შენ შეგარცხვინოს ღმერთმა! იმ გულს, ძლივსღა რომ ფეთქავს? დედას ემდური, რომ ავადმყოფობს? შენ შეგარცხვინოს ღმერთმა! ვითომ შენ წვნიე ერთმა? ვის?! საქართველოს ედიდგულები? შენ შეგარცხვინოს ღმერთმა! ყველა გაწირე ერთად? რისთვის გვიყვარდი, თუ ასე გძულდით? ღმერთმა შეგინდოს, ღმერთმა! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |