ერთხელ, როდესაც მიატოვეს მონასტრის ჭერი, სოფლის გზას ორი მიჰყვებოდა ტყისაკენ ბერი.
მინდვრად კი წვიმა მოეყვანა საავდრე ღრუბელს, გზაჯვარედინზე აყენებდა რომელიც გუბეს. საუბედუროდ დასველება უწევდა ფეხის. დაიკაპიწა უყოყმანოდ ტოტები შარვლის. და გადაევლო მისიანად ხსენებულ გუბეს. მეორე მხარეს გზის ერთ-ერთ მშრალ ნაპირზე დასვა. ერიდებოდნენ ის ბერები მაცდურ სქესს ქალთას. შეაძრწუნა რა საქციელმა რომელიც ნახა. თუმცა მთელი გზა თავის მეგზურს სიტყვა არ გასცა. ძილის წინ მაინც გადაწყვიტა მეგობრის დასჯა. და გულში როგორ ჩაიხუტე მარწყვივით გოგო. სჯობს მღვდელთმთავართან აღსარების სათქმელად მიდი. ჯოჯოხეთისკენ გაგაქანებს ამხელა ცოდვა. და უპასუხა: უქმად ენას რად ატარტალებ, შენ კი გეტყობა მას აქამდე გულში ატარებ. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |