კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

უსამართლოდ ბედს როდემდე ვემდურო,

ჭირის მიზეზს ვინც ვერ ამჩნევს მარცხდება.

აბა სხვებთან რა მაქვს სასაყვედურო

თუკი ჩემი ბრალი არის რაც ხდება.

ისე ჭკუის კოლოფი ვარ რომ მკითხო

და მისმინონ თითქოს ჩემი რიგია

აბა მე სხვებს რა ჯანდაბა მოვკითხო

საკუთარი თავის ვერ გამიგია.

ხოდა ვცდილობ არ გამოვჩნდე საბრალო

მოთმინებაც რადგან სულის ვალია

გასაჭირი სხვას რად გადავაბრალო

ყველაფერი როცა ჩემი ბრალია.

მიწევს თავზე საკუთარზე სწორება

შეცდომის რომ შევძლო გამოსწორება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

მსგავსი თემები