თავად გაიხსნა თვალთმაქცის ყუთი და ანგელოსი ამოჰყვა ნისლებს, თუ დედამიწა - კლოუნის ბურთი მზის სხივზე უხმოდ ტრიალებს ისევ?! მანეჟზე ირბენს, ფიქრი სინათლის პარაშუტს გაშლის, ჩამოეშვება დუმილის კიბე, რომ მე სიმღერით ავიდე ცაში... არ მღერის დიდხანს, ჩნდება ღრუბელი წვიმის თუ სეტყვის, - „აქ როგორ მოვხვდი? - ვერავინ მითხრა. „იქ რად მივდივარ?“ - ვერავინ მეტყვის. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |