კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მშვიდობით!

ახლა კი: -

სამუდამოდ,

სამუდამოდ

ვშორდებით...

მშვიდობით!

მშვიდობით!

მშვიდობით...

ეს ღილღოს ზეცა და ეს ღილღოს მიდამო

მოწმეა: -

ჩვენ ერთად არც დღემდე ვიდოდით...

და მაინც: -

აქამდე ხომ შენთან ზიარი

ზეცა თავს მეხურა.

მთები გარს მეზღუდა,

თუმც ჩემთვის არ ენთო ეგ მზერა მზიანი, -

შორიდან შენი ხმა ხომ მაიც მესმოდა...

წაირღვნა იღბალი, ვით ზღვაზე სამუმი, -

მოლიზღეთ ზიზღი და დღის უამინდობით...

ახლა კი: -

სამუდამოდ,

სამუდამოდ,

მშვიდობით!

მშვიდობით!

მშვიდობით!

მშვიდობით...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გაბრიელ ჯაბუშანური  • • •  გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია

მსგავსი თემები