კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სულს მწუხარება დაეცა ჩრდილად,

თვალებს დანისლულს დარდი დაშვენდა

და თეთრი განცდის თეთრი აჩრდილი,

კვლავ აღარასდროს არ მოვა შენთან.

მისდევ ბილიკებს, გზებს შეამოკლებ,

ასული ვინმე მოგიალერსებს,

ეცდება, მაგრამ მაინც ვერ მოკლავს.

შენში ჩემს სახელს, შენში ჩემს ლექსებს.

დახრი წამწამებს, დაღლილს, ნაღვლიანს

და ჰკითხავ ზეცას: - რა დავაშავე?!

შენ ჩემთვის მოკვდი დიდი ხანია

და მეც მას შემდეგ ვატარებ შავებს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

მსგავსი თემები