კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,

გადავსახლდები სხვა საცხოვრისში...

შენს სამყაროში მაწვიმს და მათოვს,

ნაღალატარი მყინავს მაისი.

ვიცი, რომ ღამე იქნება თეთრი

და დავიძინეთ გათენებისას,

ვიცი, რომ ლექსში იელვებს მეხი

და უმსუბუქეს სტრიქონს მომიკლავს.

ვიცი, რომ ვიღაც გადამკრავს მათრახს,

უბირი ხელით მომიკლავს იებს,

და ალუბლების სევდიან ბაღში

სევდიან ლექსებს დამაწერინებს.

ვიცი, რომ ვიღაც ეული მგზავრი

მომიკაკუნებს სარკმელზე ფრთხილად,

ჩამომიქროლებს მსუბუქი ქარი

და მზე იისფერ კაბას მომიტანს.

ვიცი, რომ ისევ მიშველის ღმერთი,

ვიღაც მომძებნის დაბურულ ტყეში.

ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,

გადავსახლდები სხვა საცხოვრისში...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

მსგავსი თემები