სადა ხარ, ღმერთო! შენი შექმნილი ქვეყანა რომ ხელიდან მიდის, გზა-კვალი არ ჩანს, კაცი არ ჩანს გამდები ხიდის, გახდა ქვეყანა მოღალატის, გამცემის, ფლიდის, ხელიდან მიდის და მიდის! კაცი არაჩანს, რასაც თესავს, იმასვე მკიდის, არის ქვეყანა ავაზაკის, ფეხებზე მკიდის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის! მტერი-მოყვარე ქვეყანას ჰყიდის, წისქვილი არ ფქვავს მომცემი მინდის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის! ღამდება რულით და თავის ქინდვრით. ფარას მგლები გლეჯს, არავინ მწყემსავს, არავინ ითვლის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის! გინდ გიყვირია, გინდა თავი გიხლია ქვისთვის, თავი დაჰკარგა, ვის ცხელა სხვისთვის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის! არავინ ომობს, არავინ იბრძვის, არავინაა ქვეყნისთვის გამძრევი თითის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის! გაღატაკებულთ, შემოგვაცვდა პერანგი ჩითის, ცას ვიღა ჩივის, აღარაა პატრონი მიწის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის! ენას სამკვიდროს, იმ ბარის, იმ მთის, „ენა შემკული“ აღარც კი ითქმის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის! გვაცლის ბრიტანის თუ ენა სკვითის, ენა თამარის, ენა დავითის, ენა უძველეს ქართველთა მკვიდრის ხელიდან მიდის, მიდის და მიდის! ღმერთის - მფარველის და მეხამრიდის, სამშობლოს ვალს ხომ არავინ იხდის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის! კაცი არა ჩანს მოძულე სიძვის! არავინაა გამკითხავი, არავინ იძვრის, ქვეყანას ფასი დაედო კიტრის, ხელიდან მიდის, მიდის და მიდის!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |