რა დამავიწყებს ამ შავ გაზაფხულს, ბედი უბედურს სხვას რაღას უზამს, ვსტირი სიცოცხლით კუბოს დამარხულს, გაუხარებელ დაფლეთილ მუზას. ეს უმისოდაც გახდა აშკარა, არ იყო ბედი არასდროს უხვი, მოდენის ნაღველს ეხლა ლაშქარად. უნახავადაც ეს მჯერა ერთ წამს, გულის მაგიერ გული არ მოვა, არ მოებმება არც ფეხი ლერწამს. ამ ჯოჯოხეთის ავარდნილ ალმურს, მე არ მინდოდა სხვა სიხარული, ჩემთვის ლერწმიდან სჭრიან სალამურს. თავის დროს შენთვის მეთქვა, მეამბო, თუ როგორ არის დაუვიწყარი სხვა პოეტებში უფეხო რემბო. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |