სჩქეფს შადრევანი, საღამოა. ამოდის მთვარე. ლამაზ კვიპაროსს აღუმართავს ამაყი ქედი. ფანტასტიური სამოსელით ირთვება არე, ბაღის აუზში უცნაურად ბანაობს გედი. თითქოს მთვრალია, მიდის ნელა, რომ არ დაეცეს მე კი ვზივარ აქ, კაეშანის დამდაღველ ეჭვით და ჩემ ნაღველის სამკურნალო საგანს დავეძებ. უკრავდი თარს და უჩვეულო ხმაზეც მღეროდი. მე კი გისმენდი და ჩემ გულის გრძნობიერ პასუხს შენ ანთებული, მოუთმენლად თურმე ელოდი. თვალებში ცრემლი მოგერია, გადასდე თარი, - და ამის შემდეგ დადგა ჩემთვის ოხერ-ტიალი წუთები მძიმე, დამდაღველი, წუთები მკვდარი. ძვირფასო ჩემო, გულს დამასხი გესლი და შხამი რა მშვენიერი იყო ამ დროს ბაღის მარაო, გულს აგრილებდა მთვარიანი სექტემბრის ღამე. ვეყრდნე ნაღველით გულდამწვარი აუზის ღობეს. უცებ შენ წახველ და მე ასეთ დარდით დამტოვე თვალ-ცრემლიანმა სთქვი გულდაწვით იყავ მშვიდობით. ო, რა გულის წვით იმ საღამოს ახლაც ვიგონებ. ჩავიდა მთვარეც, ალბათ კიდევ აღარ ამოვა, ვეღარ აღვადგენ ჩემი სისხლით წაშლილ სტრიქონებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |