კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენზე თქვეს გაგითხოვდაო,

მაცნობეს შენი ღალატი,

გამოვიცვალე სამოსი,

ჩავიცვი შავი ხალათი.

უკანასკნელად მოგწერე,

ატირებული ბარათი,

იქ ვერაფერი დავთესე,

სადაც ოცნებით ვბარავდი.

ვერ მიაღწია ჩემ ტრფობამ

ალბათ მაგ გულის კარამდინ,

და ალბათ მაგ შენს თვალებში,

ბუზივით დავპატარავდი.

ღმერთმა შეგინდოს ბოლომდის,

ქალო, ჩემდამი ღალატი,

მეც გამეცვითოს ამ ტანზე

სამგლოვიარო ხალათი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - იოსებ ლონგიშვილი  • • •  იოსებ ლონგიშვილის პოეზია

მსგავსი თემები