უხილავი, შეუხები ძალები, თვალთ უჩენნი, ხელ უხლები, მქრალები, მოძალენი ვით ძლიერნი გმირულად მიზიდავენ, ვნახო შენი თვალები. რომ არ მსურდეს მე შენი მოგონება, არ ჰფიქრობდეს შენზედ ჩემი გონება, გულს არ სურდეს ნახოს შენი თვალები, თავს მადგიან უხილავი ძალები. სულს მირყევენ, მუხლს სძალობენ ვნახო მე, ძილს არ მგვრიან, გულსა მყრიან დღე ღამე. თავს მადგიან მიბრძანებენ ძალები: უთუთა ვნახო შენი თვალები! ხან არა მსურს ვემორჩილო ძალებსა, ვკერპობ, ვფიქრობ, არა ვნახავ თვალებსა, მაგრამ ისევ თავს მადგიან ძალები, მიბრძანებენ: ვნახო შენი თვალები! მაგრამ როდეს აღარა მაქვს ძალები, უხილავსა ბატონს ვემორჩილები, მხიარულათ დამხვდებიან თვალები, სიკვდილამდის მე მათ ვენაცვალები! |