რა საჭიროა ვინმე სხვა? - მხოლოდ შენშია საშველი. მით უფრო - ბავშვივითა ხარ და არავინ გყავს დამშლელი. გული გაქვს - დაშლი, ააწყობ და სულ გულს ეთამაშები... გარეთ მზიანი დღე არის თბილი და ნაღვლის წამშლელი. ხურმაზე შემჭკნარ ნაყოფებს ისევ კენკავენ შაშვები. |