კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

წვეთი წვიმისა ღრუბელს მოსწყდა, ძირს დაედინა,

გაოცდა როცა თვალუწვდენი ზღვა დახვდა წინა.

ნახეთ, ადგილი უნაპირო ზღვას დაუფარავს,

მე ერთი წვეთი, ძლივს ვარსებობ, მასთან რაღა ვარ!

შეიცნო თავი მორჩილების დინჯი თვალითა

შეტოკდა უცებ გარდაიქმნა თვალ-მარგალიტად;

მარგალიტს, ობოლს, მოწყალებით დახედა ზენამ,

იყო ელვარი, მეფის თაჯი მან დაამშვენა.

ამაღლდა იგი მორჩილებით თვით ცის კარამდის, 

არარა იყო, არსებობა ჰპოვა მარადი.

ვისაც ჭკუა აქვს, ის მორჩილი იქნება მუდამ,

ნაყოფით სავსე ტოტი დაბლა იხრება მუდამ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - საადი  • • •   საადის პოეზია

მსგავსი თემები