ოთახში ისევ ვიღაცა დადის, თუმცა მე ისევ ვერ ვარჩევ სახეს და მისი ხელი, ხელი თუ თათი, ჩემს უჯრებს ურცხვად ამტვრევს და აღებს. შევხედო კარგად ან ვკითხო რამე. და მისი ჩრდილი, უშნო და დიდი, აწყდება საწოლს, მაგიდას, სკამებს... მე ახლაც რწმენით და შვებით მავსებს, რომ ჩემი წილი გზა და ცხოვრება აინტერესებს ვიღაცას ასე. ვერ გამდიდრდება ჩემი რვეულით, უბრალო ჩრდილად თუ მოჩვენებად, თუ გზააბნეულ ქურდად ქცეული. არც საეჭვოა არც დასამალი. და უკვე პირველ სალამს არიგებს და მთელი გულით ყივის მამალი. დანატრებული სენს ცეცხლს და სურნელს, ისევ მარტო ვარ და თვალებს ვხუჭავ, მე უშენობა მტანჯავდა თურმე. კვლავ მეკარგები და კვლავ დაგეძებ. დე, იხმაურონ შენმა ფეხებმა ქვაფენილებზე, იატაკებზე... ხანმოკლე, მაგრამ მშფოთვარე ძილიც. და მზეზე როგროც ფერადი ბუშტი, ცახცახებს მამლის ამაყი ჩრდილი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |