კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე დავიბადე...

სოფლის ბოლოს, მღვრიე წყალში გაჩნდა ბაყაყი,

დამშრალ გუბეში თავდაყირა ეყარნენ მთები,

კანკალებდა წყლის ზედაპირი,

მზე გუბის ფსკერზე მიმოდიოდა,

ნიავს მოჰქონდა შორი სიგრილე,

სველ ქვაში მშვიდად იწვა სიჩუმე

და სოფლის თავზე თხელი ნისლი გადადიოდა.

მე დავიბადე...

გველის წიწილამ გამოტეხა ქვისფერი კვერცხი,

სამყურა ბალახს დილის ნამი ჩამოეკიდა

და სიმრგვალეში ჩაიტია მთელი სამყარო.

მე დავიბადე...

მეზობლის ძაღლს სამი თეთრი ლეკვი ეყოლა,

დილის სიჩუმე გააყრუა ყვავის ბახალამ.

მე დავიბადე...

განთიადისას გაშალა მიწამ ნისლიანი თეთრი მკლავები

და ამით ალბათ, ჩემი მოსვლა ზეცას ახარა.

 

2

არა,

დედამიწავ, შენ არა ხარ ჩემი მშობელი,

მე მოვდიოდი დასაბამიდან

და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.

 

3

 

- ადამიანში ღმერთის ნება უნდა გაცხადდეს.

- როგორ, ბატონო, ჭიანჭველამ რა დააშავა?

ჭიანჭველაზე მეტი რითა ვარ...

 

4

 

და ვიდრე მე აქ მოვიდოდი, ვარსკვლავი ვიყავ,

შენგან მილიონ სინათლის წლით დაშორებული,

ვენთე ზეცაში, სხვა ვარსკვლავებს ვაფენდი სითბოს,

მერე ჩავიწვი, მერე გავქრი, მერე გავქარდი.

მე მოვდიოდი შენს შესახვედრად

და შორი გზები გამოვიარე.

 

5

 

განთიადისას შევიყარენით,

შენ თეთრი ნისლი გულზე გეფინა,

მე მომყვებოდა ზეცის წყალობა

და შემოვდექი შენს არსებაში,

და ისე, როგორც უცნობ საყვარელს,

შემომეგებე,

თეთრ ძვლებზე მიწის სამოსელი შემომახვიე

და შეურიგდა ჩემი სული შენს არსებობას -

მე დავიბადე...

განთიადისას შევიყარენით,

გაშალა მიწამ ნისლის მკლავები

და ამით, ალბათ, ჩემი მოსვლა ზეცას ახარა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გოდერძი ჩოხელი  • • •   გოდერძი ჩოხელის პოეზია

მსგავსი თემები