კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე ხელთ მიპყრია ნაზად უღალატო და წრფელი,

შენი დაღლილი მაჯა, შენი დაღლილი ხელი...

და გეკითხები, ზვირთი როს ჩავლილია ბრძოლის:

"მძიმდა თუ არა ტვირთი შენთვის პოეტის ცოლის?!"

და კიდევ გკითხავ, "ფასად განათებათა მცირთა,

ღირდა თუ არა განცდა - ეგეოდენთა ჭირთა?!"

შენ ხელთ გიპყრია ნაზად შენი დღეების მკვლელი

ჩემი დაღლილი მაჯა, ჩემი დაღლილი ხელი...

და მიპასუხებ წყენით: "რაიღა გინდა მეტი?!

ხომ ვვლიდით ჭირთა თმენით, ხომ არ გავხარეთ ქედი?!

ჩვრად არ გავეგეთ არვის, დიდთა დიდს მივყვეთ მცნებას,

ხომ გიხერხებდი კალმის სისხლის გუბეში წებას?!"

ვით ბროწეულის ნაყოფს, ძვირფასი შუქი წვეთავს

ესრეთ ცსოვრების ნაყოფს ჩვენსას მხედველი ხედავს,

მე ხელთ მიპყრია ნაზად უღალატო და წრფელი,

შენი დაღლილი მაჯა, შენი დაღლილი ხელი...

გმადლობ, მრწამსით და რწმენით, რაც ვიტანჯე და გტანჯე!

გმადლობ - დღეები ჩვენი, როგორც მეწადა, ვხარჯე!

ის დღეც თენდება თეთრად - განმქარვებელი ჭირთა -

და ვიმეორებთ ერთად: - ღირდა, ღირდა და ღირდა!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები