მთვარე აჩაღებს კელაპტარს - სიყვარულს უდგა მაზანდა; ჟინ მიტანს: მაგ შენ კენარტანს მოვერტყა უსურვაზადა! სული გიბერო - ნიავი; დაუხელაო ხეხილო, უბე გიმხილო რთვლიანი. თუნდა, მომყეფდნენ მწევრები... ბაგეზე გადმოვიჟურო შენი ნაბულა მტევნები! ღილად აგასხა ფოთლები; ყამარქალივით ღელავდე, კავებ გიშალო შფოთები; ვერც ლიქნით, ვერცა - ომითა; დაიწვას შენი ქალობა, როგორც რო დამწვი ნდომითა!.. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |