ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა; შენ დამიხატე ის მხარე ფშაურის ჭკუა-გრძნობითა. მის შვენებაზე ენითა, მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს, შენთანვე აღმაფრენითა. წმინდაა, მაღალ მთისაო, ენა - მეტყველი სიმართლის, გულ-მკერდი - ფოლადისაო. სადღეისოდ სჭრის კალამი… გადაეც ბარის მგოსნისგან მთიულებს ძმური სალამი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |