ბროწეულებში ცა გახლართულა, არმაზს და არაგვს სულში მზე უზის... ჯვარი კი თითქოს ცის ხომალდია, საქართველოზე დაბმული ღუზით. ბროწეულები, მთები, ტყეები, მდინარეები, როგორც ბალახში ჩამოვარდნილი ცისარტყელები. როგორც ტკივილი კივის და იწვის, ჩემს მკერდს და ხელებს, ფიქრს და სიმღერას აბრუებს სუნთქვა ცოცხალი მიწის. ჩემი სიცოცხლე მღერის და ფეთქავს. თუ ყურს დამიგდებ, მეც შემიძლია ვთქვა, რაც გაზაფხულს უნდოდა ეთქვა... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |