კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ბულბული თუ

გალიაში ჩავსვით,

მის გალობას

სულ არა აქვს ფასი.

სრულ სიმართლეს

თუ ჩავახშობთ ბრაზით,

სრულ სიმართლეს 

ეკარგება აზრი.

სიყვარულში

თუ საზღვაურს ვითხოვთ,

სიყვარული

არც ყოფილა თითქოს.

საქართველოს

თუ დავყოფთ და დავშლით,

საქართველო

არ ყოფილა მაშინ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები