მოვიპარები ველზე სიფრთხილით, ამართული მაქვს თოფის ფალია, შენს ნათელ სახეს ვხედავ ოცნებით და გულშიც შენი ნატერფალია! მინდვრად სეირნობ ბალახის ზღვაში, ჩემი ყარიბი და მკრთალი სახე, ვიცი, არა დგას შენს ოცნებაში. და თითქოს გულზე დამეფშვნა ლოდი; მე ყველა გზები დამისერია, ვაი, არც ერთი შენსკენ არ მოდის. ისეა, თითქოს სხივი ჩავიცვი... ისე სიწყნარით სავსეა სული, რა მემართება, მეც აღარ ვიცი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |