არ მეძინება... სარკმელში ზღვა ჩანს... ირმის ნახტომი თუ ტალღა ღვივის... ვით ვარსკლავებით აღსავსე თასი... ტალღაა, ტალღა, ფერი აქვს ღვინის... სარკმელში ზღვა ჩანს... ვინ გაიღვიძა? - ტალღაა, ჰყივის!.. თითქოს თავიდან იწყება ისევ, როგორც ეს დილა შუქმოლივლივე - სხივნი რომ ვარდებს შემომისევენ. თითქოს არ იცის, რაა სამარე! მწამს ეს სიტურფე შენ მიერია, ფეთქდება დილა ნუშის ყვავილით, ვაშლის ნამქერში დღე ინაბება... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |