კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

სიმწარე წვიმის, ყინვის და ქარის,

დაფლეთილ აფრის, გამწყდარი თოკის,

სიმწარე ღამით დარეკილ ზარის

სიმწარე ხელში გამსკდარი თოფის.

სიმწარე უქმად დაქცეულ მელნის,

ამაო ღელვის, ამაო შფოთვის,

სიმწარე, როცა არავის ელი,

სიმწარე, როცა არავინ მოდის.

წასულან წლები, ჩამავალ მზეში

იმღვრევა ზღვები, უდაბნო, მთები.

და გაზაფხულის შეშლილი თქეში

საით მეძახის გაშლილი ფრთებით?..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები