ვწევარ. სამყარო მთელი აგერ, საწოლში მიწევს! გული ხან არ მაქვს, ხან მაქვს, ხან მიცემს, ხან არ მიცემს! ვარიგებ პლანეტებს და იმ პლანეტებზე - მიწებს! თანავარსკვლავედებში სულ მისვლა-მოსვლა მიწევს. თვალსაც შევავლებ, ხელსაც შავს და უშავეს სივრცეს - დედამიწელებისთვის ახალ პლანეტას ვარჩევ, უკმაყოფილო ხალხთა ვისმენ აბსურდულ სარჩელს... ... ვწევარ, სამყარო მთელი კვლავ ხელისგულზე მიდევს... ეს დღე მოელის ყველას, ვინც თავს ბალიშზე მიდებს... (გთხოვთ, გაუფრთხილდეთ ზღაპრებს, იმედის მომცემ მითებს...). |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |