კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

გავაღე კარი… მეძახდა ვიღაც,

ვერ მივხვდი უცებ-ხმა იყო ვისი.

წითლად მოჩანდა შარაზე თიხა

და წვიმდა, როგორც აპრილში იცის.

ვიფიქრე, იქნებ დღეს დაბრუნდები,

მერცხლის ბუდეს რომ გინახავ ჭერთან.

ქარს კოკებივით მძიმე ღრუბლები

თებრონესავით მოჰქონდაჩემთან.

იქნებ აპრილის მოგყვეს ქარები,

ან ჩუმად მოსვლა ირჩიო უფრო.

მე დაგიტოვე ღია კარები

და წამოვედი წვიმაში უხმოდ...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ ჭილაძე  • • •   თამაზ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები