კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მეცა მქონდა ერთხელ დღენი მზიანი,

მაგრამ ბედმან მომაყენა ზიანი,

მაცილებენ ჩემნი თვალცრემლიანნი,

ჩემთვის მიწას კარები აქვს ღიანი.

შემეცვალა ბოლოს დღენი მწარადა,

აღარა ვარ ქვეყნად გასახარადა,

მიწა მელის გულზე დასაყარადა,

გთხოვთ, არავინ მომგონოთ ავადა.

ეს სოფელი მოჩვენების წამია,

ვინც ათენა, ბოლოს დაუღამია,

სიცილს შემდეგ ცრემლსა დაუნამია,

ბოლოს ყველა მიწას შაუჭამია.

დღეს კუბოში მწოლარე ვარ მკვდარია,

მე რა მესმის პატრონისთვის მწარია,

მოვალთ, მივალთ, სოფელი ამგვარია,

ვინც პატივს მცემს, მიცოცხლოს ჰამქარია.

ბევრს ნუ მიგლოვთ, კმარა, დაისვენევით,

თქვენ მშვიდობით, მიწას ჩამასვენევით,

ამასა გთხოვთ, სიტყვა დამიჯერევით,

იეთიმ-გურჯის ლექსი დამიმღერევით.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იეთიმ გურჯი  • • •   იეთიმ გურჯის პოეზია პოეზია

მსგავსი თემები