მიდიან წლები შეუმჩნევლად, რაღაც განგებით, ხან მიამიტი, ხან მშფოთვარე და ხან ზვიადი, მაგრამ არავინ მეგულება იმის გამგები, როდის ეწვევა ჩვენს სიცოცხლეს შავი წყვდიადი. და მას ვერ შეცვლი თხოვნითა და განკარგულებით, აბა ვინ ხედავს იმ დიდ ტანჯვას, რა საბრალოა. ამდენ ბრძოლებში დახარჯული ჩვენი გულები! მაგრამ მე მისთვის არაფერი არ დამითმია: არც ტკბილი ხმები და არც წმინდა იდეალები... და რომც ევედრო ღმერთს იმედით სავსე თვალებით - მაინც იქნება ქვეყანაზე ცოტა ჩრდილები! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |