გულანშარო, გულანშარო, - სამეფოო ვაჭართა... ყველა ქალმა ჩაიარა, - ნესტანი კი არ ჩანდა. ვინახულე ნავსადგური, - ყველა გემის ბაქანი, ყველა ბაზრის დუქანი და ყველა საქულბაქონი. ზოგი ღვინით მთვრალი იყო, ზოგი - სიყვარულითა. გლოვა მესმა, - ალბათ სადმე აზიელნი მღეროდნენ: უმღეროდნენ ტანად ალვას, ქალას - არა ცეროდენს. გულანშაროს ეწვიაო ანგელოსი ყარიბი. მეფის კარზე მიიყვანეს, მეფისავე ბრძანებით; მეფის კარის ფატმანები გახდნენ ნაფატმანები. გააოცა მეფეცა და მთელი გულანშაროცა. შემდეგ თურმე უჩინარი სადღაც გაპარულიყო... დაეძებდნენ, დაეძებდნენ, როგორც ჩვენში სულიკოს. ყველა ქალი ვიხილე და ნესტანი კი არ ჩანდა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |