ჩამოითოვლე, გაგიცვდა ჯანი, გაცივდა გული - ვარვარა ქურა, გაცვივდნენ წლები და დადგა ჟამი ვეღარ აჭენებ სიზმარშიც ქურანს. მოგონებების საბანში ფუთნი, როცა სიცოცხლე გსურს და არა გსურს, ზურგზე გკიდია ათასი ფუთი. გაუჩნდა ბზარი, და იმედები არ გამშვიდებენ, გიხმობს და გიხმობს მწუხარე ზარი ძელ მეგობართა პანაშვიდებზე. გვალვიან წყურვილს ვერავის უცხრობ, როცა წინაპრის უნაზეს სურათს, მხოლოდ შენ ერთი არა თვლი უცხოდ. ერთი შეხევაც განიჭებს შვებას, როდესაც, შენთან არავინ მოდის, რადგან არაფერს ელიან შენგან. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |