კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვხედავ შენს წალკოტში ლურჯად რომ აშუქებს - 

ო, რა მიმზიდველი ნაზი იებია,

მაგრამ შენ იმათგან ერთიც არ მაჩუქე,

მაინც არ გემდური, მიპატიებია!

ეგ შენი სინათლე, ვაი, თუ ჩამიქრა

თვალები, თვალები გიშრის მძივებია,

ახლოს არ მოდიხარ, გულში რომ ჩაგიკრა,

მაინც ვერ გიმეტებ, მიპატიებია!

დგას გულში ნაღველი, როგორც შავი მღვიმე

და სულიც ლოდინში შემომციებია,

ხომ ვიცი, ო, ვიცი აღარ გამიღიმებ,

ეს უღვთო თამაშიც მიპატიებია!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

მსგავსი თემები