კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ჭადრის ჩრდილში ჩამოვჯდები,

ხიდს გავყურებ დაღლილი და ნაკირთები,

უცებ ხიდზე გამოჩნდები,

მოდიხარ და მორიდებით გაკვირდები.

მოგელოდი თქორზე უფრო,

შენს ფეხის ხმას, ვით წვიმის ხმას, შევეთვისე,

მინდა ჩრდილში გესაუბრო,

მერე ფრთხილად გავიაროთ ბეწვის ხიდზე.

აწ უეკლო გზა სად არი,

სად წასულან მეგობრები დანარჩენი,

და გვალვაში ეს ჭადარი

მფარველია, თუ სიცოცხლის ყავარჯენი.

კვალს ტოვებდი მტკვრის კიდურზე,

ყრია ხიდზე ნაპერწკლები დახარჯული,

დაგშვენდება ცა ფირუზი

ან მოლურჯო დაღესტნური სამაჯური.

ბევრი რამ მაქვს მოსალოცი,

როგორც ჭადარს მაჩრდილობელს შეგეხიზნე,

დადგა წელი მესამოცე

და თამამად ვერ გავდივართ ბეწვის ხიდზე.

მაინც ვზივარ მტკვრის ნაპირზე,

არც ვარდი და არც ლაჟვარდი არ ხუნდება,

და მგონია შენს ნაბიჯზე ვარდობისთვე 

კიდევ ბევრჯერ დაბრუნდება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

მსგავსი თემები