აღსარებაა იგი მუდამ უკმარი სულის, თუ მას ვერ მიწვდი, დღეც რომ იყოს, მაინც ბნელია, იდუმალ წვითა და ოცნებით გარემოცული, მისგან ამ ქვეყნად უჩვეულო ტკბობას ელიან. იღვიძებს სული და ბუნებაც ცოცხლდება ქუში, დადგები ლოცვად და უმალვე შენი ფიქრები - მოვლენ და მძაფრი მღელვარებით სხდებიან გულში. გონებით ფრთებს ქვეშ იღვენთება ცეცხლი ძლიერი, ბნელშიც რომ იჯდე, სული შენი არის ნათელი, შენი კაცობით, შთაგონებით ხარ ბედნიერი. გიკვდება გული, ზეზეურად თითქოს ილევი, და თუ მიაგენ საიდუმლოს, როგორც მოკეთემ - ქვეყანა მაშინ აღვსილია ვარდ-ყვავილებით. ყველა სიხარულს რომ გზას უხსნი ჩემი ალერსით, სად შენ გაივლი - იქ უთუოდ არის ედემი, და ჩუმად ქრება ჯოჯოხეთის ხმა უმწარესი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |