ვიღაცას სწერდი: "1001 კოცნას, საყვარელო, გიგზავნი შორით".
სრიალებს თოვლზე პატარა ციგა, ვიგონებ წიგნში დამალულ წერილს და ახალ დარდებს მომაყრის ციდან გაქურდულ გულზე, ცრემლით დასერილს. გულს გინახავდი, როგორც შაჰ-ნამეს, და შენ კი თურმე სხვას ჰპირდებოდი "ათას ერთ კოცნას", ათას ერთ ღამეს. ან საყვედური ვის გავაყოლო?! თვალს შემოევლო ვერცხლის ზონარი, ყმაწვილურ ზღაპარს მოეღო ბოლო. ელდა დამეცა ყაჩაღ ლეკსავით და ვით კახეთში თამარის ციხე, დაინგრა ფიქრი გაულექსავი. ვიგონებ ჯავრით დახეულ წერილს და ახალ დარდებს მომაყრის ციდან გაქურდულ გულზე, შხამით დასერილს. |
პოეზიის გვერდი • • • |