კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი

 

დილა სუნთქავს, აიკრიფა ბინდი ნაცარა

ძმებო, სმა გვსურს ნასმურევზე და სხვა არცა-რა.


ჩქარა ღვინო! მეგობრებო, დილის ნიავმა

ყვავილთ ძილიც არ აცალა, ნამით დაცვარა.


ბაღნარიდან ქრის საამო სიო სამოთხის,

წმინდა ღვინო სვი, ცხოვრებამ სანამ გაცალა.


ნეტავი იმას, ვინც ბაღნარში ვარდის ხელიდან

ლალის ღვინით ანთებული ჯამი დაცალა.


მარნის ბჭენი დაუხშვიათ, ჰე, მასპინძელო,

გახსენ კარი, ლხინის ჟინმა დიდხანს გვაწვალა.


რა დროს მარნისა დაკეტვაა, საოცარია,

ვინაც დაკეტა, ჩვენი ჟინი რას ანაცვალა?!


ქება იმას, ვინც ჰაფეზის მსგავსად ილხინა

და სასმისი ლამაზ სატრფოს ღაწვთან დაცალა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

მსგავსი თემები