კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თვალები მისთვის მომცა გამჩენმა,

რომ შენ გიმზირო;

ენა ამიდგა, - რომ შენი ეშხის

დავდგე ქადაგად.

სმენა მიბოძა - შენს მაჯისცემას

დავაყურადო.

გული ჩამიდგა, -

რომ შენ მიყვარდე.

თვალს თუ დამთხრიან -

შენ ვერ წაგშლიან

ბნელშიც ხილულო.

ენას თუ შანთით ამომართმევენ -

მუნჯსაც გამიგებ;

სმენას ჩაკლავენ? -

შენს მაჯისცემას

მაინც მოვისმენ...

მაგრამ თუ გული ამომაცალეს,

მაშინ მიშველე.

შენს თბილ მიწაში, როგორც აკვანში

ისე გამხვიე,

ტანს არტახები მუხის ფესვების

გადამიჭირე...

გამძარცვე ტანი მიწიერ ცოდვით

დამძიმებული.

წარიღე სული შენი ტრფობით

ამჩატებული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ზურაბ კუხიანიძე  • • •   ზურაბ კუხიანიძის პოეზია

მსგავსი თემები