ნეტავი ფრინვლად მაქცია, დამსვა მაღალსა მთაზედა, ქალო, შენს წამამყვანელსა გამუდგებოდი კვალზედა... სადაც შენ დაგსმენ ჯარზედა, საკმისას ჩამოვხედნებდი, თვალს შაგავლებდი ტანზედა, - ვის დაგიწვენდნენ მხარზედა!.. ჩემ სწორებ, კარგებ ვაჟები დასხდება ღვინის სმაზედა, - ქუდს მივიფარებ თვალზედა: მე ხო ეგ აღარას მარგებს, ისივ თუ წავალ ცხვარზედა, იკვლივ-იალნოს მთაზედა, მომიგონოდით, სწორებო, რო ჩამაჰსხდებით სმაზედა! |