წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თუმცა არა ვარ ღრჯუ, შურიანი,

ვერ შეველევი ამ ბედს და ამ სვეს,

წიგნებით სავსე, აბაჟურიან,

მყუდრო ოთახში მე თუ არ დამსვეს.

იქ, იმ დროს, როცა აღარ ვიქნები,

წაგიღებთ, შეგძრავთ წუხილი ჩემი,

გაგიჭირდებათ სახლის მიგნება,

შხამად გექცევათ საღამო ჩუმი.

იტირებს ჩემი ძვლები ჩაშლილი,

თვალები ცრემლით აღივსებიან...

უნდა მეღირსოს ჯიუტ ბავშვივით

ის, რაც კაცთაგანს არ ღირსებია.

ვიტყვი, სიკვდილის ტახტი დავამხე,

არვისთან წავალ, არცვინ შემოვა;

ვიჯდები მარტო, არსად გავამხელ -

სიხარულს ჩემსას და არსებობას.

დამტოვეთ, ჯავრი არ გაიყოლოთ,

გითხარით, რა მაქვს მოსარიდები;

ჭიქას, ძველ წიგნებს მიწვდება მხოლოდ

გაშავებული ჩემი თითები.


მსგავსი თემები